არდა გიულერი
Aa
Aa

“მთელი ქვეყანა ჩვენს გვერდით იქნება“ - გიულერი რუმინეთთან მატჩზე

2026 წლის მუნდიალზე თურქეთის ნაკრების გასვლის შანსები მეტწილად არდა გიულერზეა დამოკიდებული. ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე ლიდერის როლს ირგებს. თუმცა ეს პროგრესი შემთხვევითი არ არის, არამედ შედეგია იმ შრომისა და განვითარების, რაც მან „რეალში“,  გადასვლის შემდეგ მიიღო.

„ვფიქრობ, ჩემი კარიერა პოზიტიურად ვითარდება. როგორც უკვე ვთქვი, შემიძლია რამდენიმე პოზიციაზე თამაში, რაც განსხვავებულ ხედვას მაძლევს. ეს ჩემს თამაშის აღქმასაც აუმჯობესებს,“ — აღნიშნა თავად არდამ

გიულერის ერთ-ერთი მთავარი თვისება მრავალფეროვნებაა — მან შეძლო ადაპტაცია როგორც ალვარო არბელოას, ისე ვინჩენცო მონტელას სისტემებში:

„ნაკრებში, როცა უფრო გამთამაშებლის როლში ვთამაშობ, მოთხოვნები განსხვავებულია.“

შრომა და პროგრესი

გიულერის განვითარებაში გადამწყვეტი როლი აქვს მის შრომისმოყვარეობას. ეს ნათლად გამოჩნდა „ელჩესთან“ გატანილ შორეულ გოლზეც:

„ეს ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული გოლი იყო. ადრე ბევრჯერ ვცადე მსგავსი დარტყმა, მაგრამ არ გამიმართლა. მაინც ვაგრძელებდი და როცა გავიტანე, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

ასეთი გოლები იშვიათია, ამიტომ არ ვიცი, კიდევ ვიხილავთ თუ არა მსგავსს. იმედი მაქვს, კიდევ ბევრს ვნახავთ,“ — თქვა მან.

მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი

რუმინეთთან პლეი ოფის მატჩის წინ გიულერი გულშემატკივრების მხარდაჭერას ელოდება:

„მთელი ქვეყანა ჩვენს გვერდით იქნება და იმედია, ხვალ მაქსიმუმს გავაკეთებთ. ყველანი სრულად კონცენტრირებულები ვართ.“

თუ თურქეთი ამ მნიშვნელოვან ბარიერს გადალახავს, გიულერი კიდევ ერთ დიდ მიზანს მიაღწევს:

„მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ყველაზე განსაკუთრებულია — ეს ფეხბურთის მწვერვალია. „რეალიც“ კლუბურ დონეზე უმაღლეს დონეს წარმოადგენს და მიხარია, რომ ორივე გზაზე ვარ. ეს დიდი გამოწვევაა და ბედნიერი ვარ.“

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში რუმინეთს ხვდება. ამ გუნდების დაპირისპირება 26 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები