იურგენ კლოპი, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

იურგენ კლოპი: სალაჰი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა

„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულს“ დატოვებს.

გერმანელი სპეციალისტის თქმით, ეგვიპტელი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

„იმ მომენტში, როცა მასთან მუშაობ, ზუსტად იგივე რაღაცებს აკეთებ, რასაც ნებისმიერ სხვა მოთამაშესთან: „აქ ბურთი არ დაკარგო, აქ თავი უნდა დაიცვა“. ყველაფერი ამ სტილში. მაგრამ ეს დაუჯერებელია, თუ სიტუაციას უფრო ფართოდ შევხედავთ. დაუძლეველი სტატისტიკა. ვისაუბრებთ კი ამაზე 10 წლის შემდეგ და მიაღწევს თუ არა ამას სხვა ვინმე? უგო ეკიტიკე ან ვინმე სხვა. მიმაჩნია, რომ სალაჰის გადასწრება ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ, სალაჰი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია“, — განაცხადა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი ლივერპულს 2017 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 435 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 255 გოლი გაიტანა და 122 საგოლე გადაცემა შეასრსულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ კვარა - ნაკრების სუსტი მეორე ტაიმი და ფრე ისრაელთან
მხოლოდ კვარა - ნაკრების სუსტი მეორე ტაიმი და ფრე ისრაელთან