ბითაძის 6 ქულა | ორლანდომ საკრამენტო დაამარცხა
„ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის 2025/2026 წლების რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში, საკუთარ არენაზე „საკრამენტო კინგსი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 121:117 იმარჯვა.
გოგა ბითაძე შეხვედრაში კვლავ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე გატარებულ 12 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
ორლანდოს რიგებში ყველაზე შედეგიანი პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 30 ქულა მოიპოვა.
ამ გამარჯვების შემდეგ ორლანდოს ანგარიშზე 39 მოგება და 34 მარცხია. ამრიგად, გოგას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილს იკავებს.
„ორლანდო“ მორიგ შეხვედრას 30 მარტს გამართავს და „ტორონტოს“ დაუპირისპირდება.