„საცოდავები არიან“ - რიოლო ლანსი პსჟ-ს გადადების გამო LFP-ს აკრიტიკებს
Aa
Aa

„საცოდავები არიან“ - რიოლო ლანსი პსჟ-ს გადადების გამო LFP-ს აკრიტიკებს

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ LFP-ის (პროფესიული ფეხბურთის ლიგა) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ლიგა 1-ის 29-ე ტურის მატჩი „ლანსი“ – „პსჟ“ გადაიდო.

პარიზელებმა შეხვედრის გადადება ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „ლივერპულთან“ მატჩისთვის მოსამზადებლად ითხოვეს. „ლანსი“ ამის წინააღმდეგი იყო (რადგან საჩემპიონო რბოლაშია). მატჩი 11 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა 13 მაისს გაიმართება.

„გასაკვირი არ არის, რომ LFP-მ, რომელიც პსჟ-ს ექვემდებარება, ერთხმად დაამტკიცა გადადება. სირცხვილი მათ, ვინც წლების განმავლობაში ფეხქვეშ ეგებოდა პსჟ-ს და ჩაკეტილ კარს მიღმა წუწუნებდა, როცა ხელქვეითებს უწოდებდნენ. ყველას ეშინია. საცოდავები არიან!“

– დაწერა რიოლომ.

აქვე გეტყვით, რომ „ლანსს“ 27 მატჩში 59 ქულა აქვს და ლიგა 1-ში მეორე ადგილზეა. ლიდერი პსჟ გახლავთ, რომელსაც 26 მატჩში 60 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები