ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
2026 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ჩემპიონატზე, რომელიც 16-19 აპრილს თბილისში გაიმართება, საქართველოს შემდეგი სპორტსმენები წარადგენენ:
ვაჟები:
-60 კგ: გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ: მიხეილ ბახბახაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
-100 კგ: ილია სულამანიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი.
ქალები:
-48 კგ: თამარ გიგოლაევი, ჯულიეტა როდონაია
-52 კგ: ნინო თათრიშვილი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
-63 კგ: ნინო წიკლაური
-70 კგ: ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ შარშან მონტენეგროში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები გიორგი სარდალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს, ხოლო კიდევ ერთი ოქრო საქართველომ გუნდურ შეჯიბრებაში მოიპოვა.