ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

დასანანი მარცხი და უიღბლობა ბოლო სეტში | ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს 250-იან ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 28-ე ჩოგანს, ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინას დაუპირისპირდა და სამსეტიან შეხვედრაში დამარცხდა — 6:4, 4:6, 3:6.

ბასილაშვილმა პირველი სეტი ბრწყინვალედ ჩაატარა. ნიკამ პირველივე გეიმში დააბრეიკა, ხაზზე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მეტოქისთვის შანსი არ მიუცია და საქმე ბოლომდე მიიყვანა — 6:4.

მეორე სეტის პირველ გეიმში ქართველ ჩოგბურთელს ბრეიკპოინტი ჰქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა. მეორე გეიმში ნიკოლოზმა დავიდოვიჩ-ფოკინას ბრეიკის შესრულების შანსი მისცა, თუმცა ბოლომდე იბრძოლა. ბასილაშვილმა წონასწორობა აღადგინა და 4:4 გახადა, რის შემდეგაც ორი გეიმი წააგო — 4:6.

მესამე სეტში იღბალი აშკარად ესპანელი ჩოგბურთელის მხარეს იყო. გადამწყვეტ მომენტებში დავიდოვიჩ-ფოკინას სასარგებლოდ ბადემ რამდენჯერმე ითამაშა და, საბოლოოდ, ნიკოლოზი ასპარეზობას გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა | რონალდუმ ქომაგებს მადლობა არ გადაუხადა
პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა | რონალდუმ ქომაგებს მადლობა არ გადაუხადა