ბატისტუტა: მარადონა საუკეთესოა, მესის ის ქარიზმა არ აქვს
გაბრიელ ბატისტუტამ ლიონელ მესისა და დიეგო მარადონას შორის არჩევანი გააკეთა. არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ საუკეთესო დიეგოა.
„ლიონელ მესიმ 1000 გოლი გაიტანა, მარადონამ კი — 200. მესი მშვიდია, მარადონა კი ასეთი არ ყოფილა. ჩემთვის მარადონა საუკეთესოა. მას შეეძლო ეთამაშა და თან მსაჯებსა თუ მეტოქეებს გამკლავებოდა. ის დაუჯერებელ რამეებს აკეთებდა. მესისაც შეუძლია მსგავსი რაღაცები, მაგრამ მას ის ქარიზმა არ აქვს“, — თქვა ბატისტუტამ.
ცნობისთვის, გაბრიელ ბატისტუტამ კარიერა 2005 წელს დაასრულა. არგენტინელმა ლეგენდამ კარიერის განმავლობაში სამშობლოში, „ნიუელს ოლდ ბოისის“, „რივერ პლეიტისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ რიგებში ითამაშა, თუმცა ყველაზე დიდი კვალი იტალიურ ფეხბურთში დატოვა. ის წლების განმავლობაში იცავდა „ფიორენტინას“ ღირსებას, შემდეგ კი „რომასა“ და მილანის „ინტერში“ გამოდიოდა.