მესის მე-900 გოლი კარიერაში | მაიამი ნეშვილს დაუზავდა
კონკაკაფის ჩემპიონთა თასის მერვედფინალის განმეორებით მატჩში „ინტერ მაიამი“ საკუთარ მოედანზე „ნეშვილს“ დაუპირისპირდა - მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ანგარიში ხავიერ მასკერანოს გაწვრთნილმა გუნდმა უკვე მე-7 წუთზე გახსნა: სერხიო რეგილონის პასის შემდეგ ლიონელ მესიმ კარიერის მე-900 გოლი გაიტანა და „მაიამი“ დააწინაურა.
პირველ ტაიმში მასპინძლებს უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდათ, მეორე ტაიმში კი „ნეშვილმა“ თამაში გამოასწორა, რასაც 74-ე წუთზე კრისტიან ესპინოზას გოლი მოჰყვა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და სტუმრად გატანილი გოლის ხარჯზე (0:0, 1:1) მეოთხედფინალში „ნეშვილი“ გავიდა.
აქვე გეტყვით, რომ მესის 900 გოლი ასე არის გადანაწილებული: 672 „ბარსელონაში“, 115 არგენტინის ნაკრებში, 81 „ინტერ მაიამიში“ და 32 „პარი სენ-ჟერმენში“. არგენტინელმა ამ მაჩვენებლებს 1142 მატჩში მიაღწია.