ვილი სანიოლი
Aa
Aa

„პირველ ერთ საათში ბევრი პოზიტივი იყო“ - სანიოლი ისრაელთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ, ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სანიოლი:

„პირველ ერთ საათში ბევრი პოზიტივი იყო. კარგი ინტენსივობა გვქონდა. ამ ინტენსივობით შედეგად 2 გოლი გავიტანეთ. ნეგატიური მხარე ის იყო, რომ ერთგვარი სიმწიფის პრობლემა გვქონდა. იყო დაღლილობის მომენტი. რიგ ეპიზოდებში, არასწორ დროს ავჩქარდით, მაგრამ ეს არის ამხანაგური თამაშია და პოზიტივზე უნდა ვიფიქროთ. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ და ეს უნდა გამოსწორდეს.

როდესაც 2-ბურთიანი უპირატესობით იგებ, სწრაფად თამაში აღარ არის საჭირო. არ ვიცი რატომ ვაკეთებდით ასე, რადგან დღეს აშკარად დაიღალნენ ფეხბურთელები. მე მაინც მინდა, რომ პოზიტიურ განწყობაზე დავრჩე. ისრაელი არ არის პატარა გუნდი. მათ შესანიშნავი წარსული აქვთ და ისტორიაში არაერთი დიდი გუნდი დაუმარცხებიათ.

შედეგი გასაგებია არ არის სასიამოვნო. გამარჯვება თავდაჯერების მატებისთვის კარგი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ვფიქრობ, ჯობს მაინც იმ პოზიტივზე ვიფიქროთ, რაც თამაშის განმავლობაში დავინახეთ. კიტეიშვილის ცვლილება კუნთის პრობლემებიდან იყო გამოწვეული. კიტეიშვილის და მექვაბიშვილის ტრავმებმა ბევრი მოცემულობა შეცვალა." 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2:0-ს იგებდა, თუმცა სამწუხაროდ საკუთარ კარში 2 ბურთი მიიღო. ჯვაროსნების მხრიდან ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

ასევე შეგახსენებთ, ვილი სანიოლის გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს 29 მარტს სტუმრად ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები