საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ისრაელთან ამხანაგური მატჩისთვის
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ცნობილი გახდა იმ 11 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გადრანი, ლუკა ლოჩოშვილი, ილია ბერიაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ოთარ კიტეიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიზო მამაგეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე.
ცნობისთვის, ისრაელი ფიფას სანაკრებო რეიტინგში 77-ე პოზიციას იკავებს. ბოლო ხუთი შეხვედრიდან მათ 1 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს, 3 კი წააგეს. ისრაელმა მოლდოვა დაამარცხა, ლიეტუვასთან ფრედ ითამაშა, ხოლო ნორვეგიასთან და იტალიასთან (ორჯერ) დამარცხდა.
ისრაელის შემდეგ საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე სწორედ ლიეტუვა გახლავთ. ეს შეხვედრა 29 მარტს გაიმართება და თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება.