„ლანსთან მატჩის გადადება ფრანგული ფეხბურთის ინტერესებშია“ - ლუიშ კამპუში
Aa
Aa

„ლანსთან მატჩის გადადება ფრანგული ფეხბურთის ინტერესებშია“ - ლუიშ კამპუში

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ლუიშ კამპუშმა „ლანსთან“ მატჩის შესაძლო გადადებაზე ისაუბრა. RMC Sport-ის ეთერში კამპუშმა აღნიშნა, რომ პსჟ-ის მოთხოვნა ფრანგული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარეობს და არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ „ლანსი“ პარიზული კლუბის მთავარი კონკურენტია.

„ჩვენი პოზიცია ნათელია და ის ითვალისწინებს მატჩის გადადების ყველა დადებით და უარყოფით შედეგს, როგორც პსჟ-ისთვის, ისე მთელი ფრანგული ფეხბურთისთვის.

გვჯერა, რომ ამ მატჩის გადადების შედეგად ფრანგული ფეხბურთი ევროპულ სარბიელზე უფრო კარგად იქნება წარმოჩენილი, რაც UEFA-ს კოეფიციენტების ცხრილში ქულების მოპოვებისა და მეხუთე ადგილის შენარჩუნების შესაძლებლობას მოგვცემს.

„ლანსის“ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ჩვენი მეგობრები არიან. მათ ადგილზე რომ სხვა ოპონენტი ყოფილიყო, მაშინაც ზუსტად ასე ვიმოქმედებდით“.

ცნობისთვის, პსჟ-სა და „ლანსის“ მატჩი 11 აპრილს უნდა გაიმართოს. 8 აპრილს პარიზელები „ლივერპულს“ მიიღებენ, 14 აპრილს კი „ენფილდზე“ ესტუმრებიან, რის გამოც დედაქალაქური კლუბი „ლანსთან“ მატჩის გადადებას ითხოვს.

აქვე გეტყვით, რომ „ლანსი“ 59 ქულით ლიგა 1-ის მეორე ადგილზეა, პსჟ კი 60 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამას არ შევეგუებით“ | ლანსს პსჟ-თან მატჩის გადადება არ სურს
„ამას არ შევეგუებით“ | ლანსს პსჟ-თან მატჩის გადადება არ სურს