„მხარს ზუსტად შენნაირი კლოუნები გიჭერენ“ - ევლოევი თოფურიას დაუპირისპირდა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა სოცალურ ქსელში ილია თოფურიას შეუტია და ისლამ მახაჩევი დაიცვა.
ევლოევი თოფურიას რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ილია ისლამ მახაჩევს თავის ფერმაში წასვლას ურჩევდა.
რას ამბობს მოვსარ ევლოევი:
„მამაშენს, შვილი შენსა და ისლამს შორის რომ აერჩია, შენ ნამდვილად არ აგირჩევდა. შენ მხარს მხოლოდ შენი ხალხი გიჭერს არა შენი თვისებების, არამედ ბრმა პატრიოტიზმის გამო. და ვინ არის სხვა დანარჩენი, ვინც მხარს გიჭერს? ზუსტად შენნაირი კლოუნები!“
Movsar Evloev went OFF on Ilia Topuria under a post of him talking about Islam Makhachev ????
— Championship Rounds (@ChampRDS) March 26, 2026
"If your father had to choose one of you as his son - you or Islam - he wouldn't choose you. You're only supported by your own people - not for your qualities, but out of blind… pic.twitter.com/KoVkmXqp9b