„ივლისი ან აგვისტო“ - დვალიშვილი იანთან ტრილოგიის თარიღზე საუბრობს
პიოტრ იანსა და მერაბ დვალიშვილს შორის ტრილოგიის დამასრულებელი ბრძოლა, შესაძლოა, 11 ივლისს გაიმართოს, რომელიც ლას-ვეგასში ყოველწლიური ბრძოლების საერთაშორისო კვირეულს დაასრულებს. ამის შესახებ ქართველმა „მანქანამ“ TNT Sports-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რეალისტური ვარიანტია ივლისი, ან მაქსიმუმ აგვისტო. რადგან პიოტრმა უკვე თქვა, რომ მასთან ყველაფერი რიგზეა და ივნისში ჩხუბისთვის მზად იყო, თუმცა ივნისში ტურნირი თეთრ სახლშია დაგეგმილი, სადაც ჩვენ არ ვჩხუბობთ. ივნისის შემდეგ, ივლისში ან აგვისტოში, როდესაც UFC-ის დავჭირდებით, მე და იანი მზად ვიქნებით.
თუ ბრძოლა ივლისში, ბრძოლების საერთაშორისო კვირეულზე შედგება – ჩემი ოცნება რეალობად იქცევა. ჩემი მეტოქე ნამდვილად პიოტრი იქნება, რადგან ეს ტრილოგიაა, ჩვენი ანგარიშია 1-1. მე მას სამი წლის წინ მოვუგე, მან კი დეკემბერში დამამარცხა. ახლა მოუთმენლად ველი მესამე დაპირისპირებას“,
– განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის საჩემპიონო ქამარი წაართვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, იანვარში კი რუსმა მებრძოლმა ზურგზე ოპერაცია გაიკეთა, რამაც მისი სავარჯიშო პროცესი რამდენიმე თვით შეაფერხა.