მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

ლივერპული სალაჰის შემცვლელად ნდიაიეს მოიაზრებს | TEAMtalk

„ლივერპული“ სეზონის დასაწყისიდანვე აკვირდება „ევერტონის“ გარემარბს, ილიმან ნდიაიეს. მერსისაიდელები 26 წლის ფეხბურთელში ხედავენ მოჰამედ სალაჰის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელს, რომელიც კლუბს ზაფხულში დატოვებს. ამის შესახებ TEAMtalk-ი იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, ნდიაიეს დასამატებლად ბრძოლაში „წითლებს“ კონკურენცია შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაუწიოს. მანკუნიანელები სენეგალელ მოთამაშეს ჯოშუა ზირკზეს შემცვლელად განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნდიაიემ ყველა ტურნირზე 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

გეტყვით ასევე, რომ ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, Transfermarkt-ზე კი მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილის ღირებულება გაიზარდა | Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები
დავითაშვილის ღირებულება გაიზარდა | Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები