ილია თოფურიას შვილი და ყოფილი ცოლი ესპანეთში რჩებიან - ახალი დეტალები
ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უსკატეგის შეთანხმებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც El Mundo წერს, ჯორჯინა ქალიშვილზე მთავარ მეურვეობას მიიღებს, თუმცა ის ესპანეთში განაგრძობს ცხოვრებას, რათა თოფურიამ გოგონას ნახვა რეგულარულად შეძლოს. მხარეები შეთანხმდნენ ბავშვის ნახვის სტანდარტულ განრიგზე, რომელიც თოფურიას გრაფიკს კარგად ერგება.
ამასთან, ფინანსური შეთანხმება იმ პირობებით შედგა, რომლებსაც ილია თვეების წინ ითხოვდა: გარიგების ნაწილი ითვალისწინებს ჯორჯინასა და ბავშვის ესპანეთში დარჩენას.
გარდა ამისა, ილია მადრიდის სახლს დაიბრუნებს — ეს მისი მოთხოვნა იყო, რადგან სახლში არის სავარჯიშოდ იდეალურად აღჭურვილი დარბაზი, რომელშიც მან სოლიდური ფინანსური ინვესტიცია ჩადო.
შეგახსენებთ, რომ ილიას მიერ განქორწინების სარჩელიდან სამი კვირის შემდეგ, ჯორჯინამ სასამართლოს მიმართა. მან თოფურიას ბრალი დასდო „ოჯახურ და გენდერულ ძალადობაში“, ასევე „სხეულის დაზიანებების მიყენებაში“.
გარდა ამისა, „ელ მატადორს“ საკუთარი ქალიშვილი ნანახი რამდენიმე თვე არ ჰყავდა და მისი ნახვის უფლებას ითხოვდა. საბოლოოდ, ყველაფერი ილიას სასარგებლოდ დასრულდა.