ჯეიმი კარაგერი
Aa
Aa

კარაგერი: არ ვფიქრობ, რომ ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე გავა

„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი ტელეექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა „მანჩესტერ სიტისთან“ „წითლების“ მარცხის შემდეგ ეჭვი გამოთქვა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას შეძლებს.

„ამ მომენტისთვის, არ ვფიქრობ, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე გავა. ამის გასაკეთებლად გუნდმა სეზონი უნდა შემოატრიალოს. მათი ფეხბურთის გათვალისწინებით, ლიგაზე დასაბრუნებლად დიდი გზაა გასავლელი. მთლიანობაში, სეზონის გადასარჩენად „ლივერპულს“ ახლა ყველა სათასო ტურნირის მოგება სჭირდება“, — განაცხადა კარაგერმა.

სეზონის შედეგების მიხედვით, პრემიერ ლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე, ხუთი გუნდი მოხვდება. „ლივერპული“ საუკეთესო ხუთეულს 4 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ „წითლები“ „ქალაქელებთან“ 1:2 დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯამბაზი უწოდა | დაპირისპირება მბაპესა და მეოთხე მსაჯს შორის
ჯამბაზი უწოდა | დაპირისპირება მბაპესა და მეოთხე მსაჯს შორის