თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

„გუნდს ხარისხი აკლია, მაგრამ...“ - ქეცბაიას გუნდმა ზედიზედ მე-4 მატჩი ვერ მოიგო

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ქართველმა სპეციალისტმა ფამაგუსტურ გუნდში კრიზისი დაძლია და დადებით შედეგებზე გავიდა, უკვე ზედიზედ მესამე თამაშია გამარჯვებას ვერ ახერხებს. ბოლო ოთხ ტურში, „ანორთოსისს“ 3 ფრე, 1 მარცხი და 1 გატანილი გოლი გაქვს, საპასუხოდ კი ორი ბურთი მიიღო.

„ოლიმპიაკოსთან“ მატჩის დასრულების შემდეგ, თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ მედიასთან გავლილი შეხვედრა შეაფასა.

რას ამბობს ქეცბაია:

„სამწუხაროდ, მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ველოდით. ორი საშინაო მატჩი გვქონდა და უკეთეს შედეგებს ვიმედოვნებდით. გუნდს აკლია ხარისხი, თუმცა მონდომების მხრივ პრეტენზია არ მაქვს. ახლა უკვე ვეღარაფერს შევცვლით, თამაშები დასრულდა და წინ უნდა ვიყუროთ. უკეთ უნდა მოვემზადოთ და თუ შევძლებთ ისეთი ფეხბურთელების დამატებას, რომლებიც სხვაობას ქმნიან, კარგი იქნება. თუმცა, 5 ან 7 ათასად ასეთ მოთამაშეს ვერ მოიყვან.“

„რთული მომენტია, მაგრამ ეს თავიდანვე ვიცოდით. ვიცოდით, რომ გუნდს სირთულეები ექნებოდა. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, პირველ რიგში, ვარჯიშებზე მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა, გოლებიც გვჭირდება. დღეს გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.“

15 ტურის შემდეგ „ანორთოსისს“ 14 ქულა აქვს და კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში კვლავ გასავარდნ ზონაში, მე-12 ადგილზე იმყოფება. თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, სტუმრად ლარნაკას აეკ-თან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ გუნდს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია“ - ქეცბაიას კუთვნილი ჯილდო გადაეცა
„ამ გუნდს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია“ - ქეცბაიას კუთვნილი ჯილდო გადაეცა