ღავთაძის დუბლი | საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა გაანადგურა
ფუტსალში, ერევნის ტურნირზე ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი 5:1 დაამარცხა. გიორგი ღავთაძემ დუბლი შეასრულა, ნუკრი ჭუმბურიძის პასით არჩილ სებისკვერაძემ შეაგდო, ერთი გოლი მოლდოველი კონსტანტინ ბურდუჟელმა საკუთარ კარში გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კეკელიას პასით გაბრიჩიძემ დააფიქსირა.
ასათიანმა სასტარტო ხუთეულში შემდეგი მოთამაშეები დააწესა: თორნიკე ბუკია, ირაკლი თოდუა (კ), ვახტანგ კეკელია, გიორგი ჩიმაკაძე, გიორგი ღავთაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ალი ასლანი, ბექა ტყემალაძე, საბა ტყეშელაშვილი, შოთა თოფურია, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნუკრი ჭუმბურიძე, არჩილ სებისკვერაძე, გიორგი ხაბალაევი, ჯანო კვარაცხელია, ლევან სვანიძე
აღნიშნული ტურნირი ოთხგუნდიანია, თუმცა ყირგიზეთის ნაკრები უამინდონის გამო ტურნირზე ვერ ჩავიდა. ამის გამო ტურნირი სამგუნდიანი გახდა. 24 დეკემბერს სომხეთს შევხვდებით. ერევნის საერთაშორისო ტურნირი ევრო 2026-ისთვის მზადების ნაწილია.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
ფოტო: Nakrebi.ge