ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

იეგოიანის აღიარება | ირაკლი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-17 ტურში „ექსელსიორმა“ „ზვოლე“ 2:1 დაამარცხა და გამარჯვების გოლი ირაკლი იეგოიანმა გაიტანა. ქართველი ახალგაზრდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

იეგოიანი ავტორიტეტულმა ნიდერლანდურმა გამოცემამ, Voetbalprimeur-მა გამოარჩია. Voetbalprimeur-მა ქართველ ფეხბურთელზე მოკლედაც დაწერა და მას „ექსელსიორის“ ნახევარდაცვის საკვანძო მოთამაშე უწოდა.

„მიმდინარე სეზონში იეგოიანი ექსელსიორის ნახევარდაცვის საკვანძო მოთამაშეა. ზვოლეს წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის ბოლოს, ანგარიში 2:1 გახადა. გოლის ეპიზოდში იეგოიანმა შესანიშნავი უნარები აჩვენა და შეტევა ბრწყინვალედ დააგვირგვინა,“ - წერს Voetbalprimeur-ი.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი ფეხბურთელი Sofascore-მაც გამოარჩია. სტატისტიკურმა სააგენტომ მისი თამაში 8.1 ქულით შეაფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ერედივიზიეში მეორედ გაიტანა, ირაკლიმ პირველად „ჰერენვენთან“ შეაგდო, მაგრამ იმ მატჩში „ექსელსიორი“ დამარცხდა. ასე რომ იეგოიანის პირველი სამქულიანი გოლი „ზვოლესთან“ იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალბათ საცვლის გამოცვლა დასჭირდა“ | თოფურიამ ცარუკიანზე ისაუბრა
„ალბათ საცვლის გამოცვლა დასჭირდა“ | თოფურიამ ცარუკიანზე ისაუბრა