ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

კრალინგენის ვარსკვლავების ჯილდო | იეგოიანის აღიარება ნიდერლანდებში

ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში, მე-17 ტურში „ექსელსიორმა’’ „ზვოლე’’ 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 78-ე წუთზე ირაკლი იეგოიანმა გაიტანა. ირაკლი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „Sterren van Kralingen“ (კრალინგენის ვარსკვლავები) საფეხბურთო კლუბ „ექსელსიორის“ მიერ დაწესებული ჯილდოა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა. ირაკლიმ ეს პრიზი პირველად მიიღო.

გამარჯვების გოლი და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი. როგორი იყო შენი საღამო?

საოცარი. მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მივიღე. თუმცა, პირველი, რაც თავში მომდის, სამი ქულაა. ეს მართლაც სასიამოვნოა. ასე კარგ განწყობაზე შევხვდებით შობას. წელს კარგად ვასრულებთ და გოლი, რომლითაც გუნდს დავეხმარე, ეს შესანიშნავი შეგრძნებაა.

 

შემდეგ ირაკლიმ მატჩის შესახებაც ისაუბრა: „ჩემთვის ეს ისეთივე თამაში იყო, როგორც ყველა სხვა. ყველა მატჩს ერთნაირი პასუხისმგებლობით ვუდგები. ვფიქრობ, როგორც პირველი, ისე მეორე ტაიმი გუნდურად ცოტა ინერტულად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ თამაში გამოვასწორეთ. ორივე ტაიმში ძალიან დომინანტურად ვთამაშობდით. კარგი მომენტები შევქმენით. დაცვაშიც კარგად ვმოქმედებდით, გარდა რამდენიმე მომენტისა, მათ შორის იყო გაშვებული გოლი. ეს ცოტა დასანანია, მაგრამ მთლიანობაში დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ვაჩვენეთ ვნება, ბრძოლისუნარიანობა და კარგი ფეხბურთი. შეგვეძლო 4:2-იც მოგვეგო''.

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ერედივიზიეში მეორედ გაიტანა, პირველად „ჰეერენვენთან’’ შეაგდო, მაგრამ იმ მატჩში „ექსელსიორი’’ დამარცხდა. ასე რომ ირაკლის პირველი სამქულიანი გოლი „ზვოლესთან'' იყო.

იეგოიანმა ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. Transfermarkt-ზე მისი ფასი მილიონ ევრომდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს გოლი ნიცასთან - სენტ-ეტიენი თასიდან გავარდა
ზურიკოს გოლი ნიცასთან - სენტ-ეტიენი თასიდან გავარდა