ხინკალი, მესი და ფავორიტები | ბლიც კითხვები გოგლიჩიძესთან
უოტფორდმა“ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საბა გოგლიჩიძე ბლიც შეკითხვებს პასუხობს. ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი სათამაშო სტილი დაახასიათა და „კრაზანების“ ფავორიტი მოთამაშეები დაასახელა.
აღწერე შენი სათამაშო სტილი სამი სიტყვით?
„სწრაფი, აგრესიული და მენტალურად ძლიერი.“
ვინ არის შენი საფეხბურთო გმირი?
„ლიონელ მესი მიყვარს, მაგრამ თუ ჩემი პოზიციის მოთამაშეს ამარჩევინებთ, მაშინ სერხიო რამოსს ვიტყვი.“
შენი ფავორიტი ქალაქი, სადაც ჩასულხარ?
„ფლორენცია.“
რამე მეტსახელი გაქვს?
„გოგლი.“
შენი ფავორიტი ფეხბურთელები „უოტფორდში“?
„ორი ფავორიტი მყავს: ჩაკვე (გიორგი ჩაკვეტაძე) და ჩიქო (ნიკოლოზ ჩიქოვანი).“
როგორ ფიქრობ, ფეხბურთის გარდა რომელი სპორტი გამოგივიდოდა კარგად?
„ჩოგბურთი. ჩოგბურთი ძალიან მიყვარს.“
დაასახელე ერთი კერძი, რომელიც შეგიძლია ყოველდღე ჭამო.
„ყოველდღე? ხინკალი. ხინკალს ყოველდღე ვერ ვჭამ, მაგრამ ჩემი ფავორიტი კერძია. ქართულ სამზარეულოს თუ არ შევეხებით, პასტას ვიტყვი.“
რა არის ხინკალი?
„ქართული კერძია... არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, მაგრამ ვიდეოებს გაჩვენებთ.“
ცნობისთვის, გოგლიჩიძე „უოტფორდს“ იჯარის წესით შეუერთდა და გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება.