პოზიციების ხშირი ცვლა - რეალში ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან
„რეალში“ ფეხბურთელების მათთვის უცხო პოზიციებზე გამწესების წინააღმდეგნი არიან. ინფორმაციას ესპანური გამოცემა COPE ავრცელებს.
წყარო ამტკიცებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ამ ტენდენციას ნეგატიურად მიიჩნევს. ბოლო დროის თვალსაჩინო მაგალითი გახდა ედუარდო კამავინგას დაცვის მარცხენა ფლანგზე გამოსვლა („რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში), იმ დროს, როდესაც სათადარიგო სკამზე ფრან გარსია და ალვარო კარერასი იყვნენ.
ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ფედე ვალვერდე და აურელინ ჩუამენიც. პოზიცების ხშირ ცვლაზე ორივე მათგანი დიდი ხანია ჩივის.
აღინიშნება, რომ მსგავსი ტაქტიკური მიდგომა, რომელიც ჯერ კიდევ კარლო ანჩელოტის დროს შეიმჩნეოდა, გუნდის შემადგენლობის ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს.
ზემოხსენებული ტენდენციები არც ჩაბი ალონსოს მისვლის და შემდეგ არც ალვარო არბელოას დანიშვნის შედეგად არ შეცვლილა. ამ ყველაფერმა კი გუნდში დაძაბულობა გაზარდა.