ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

საგოლე გადაცემასთან ახლოს 2-ჯერ იყო | მექვაბიშვილის კრაიოვას გამარჯვება

რუმინეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ „ოცელულს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მექვაბიშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა. მცირე დროის მიუხედავად, ანზორმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და საგოლე გადაცემასთან ორჯერ იყო ძალიან ახლოს.

89-ე წუთზე სტივენ ნსიმბამ მექვაბიშვილის პასის შემდეგ გაიტანა, თუმცა გვერდითა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რაც ვიდეორეფერიმაც დაადასტურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე „კრაიოვამ“ კუთხური მოიპოვა, მექვაბიშვილის ჩაწოდებას კი დარტყმა მოჰყვა და სტუმრები ხარიხამ გადაარჩინა.

ამრიგად, მექვაბიშვილის „კრაიოვას“ 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს გამართავს და „დინამო ბუქარესტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადაწყვეტილება მიღებულია | როგორ დასრულდა ილია თოფურიას საქმე
გადაწყვეტილება მიღებულია | როგორ დასრულდა ილია თოფურიას საქმე