იეგოიანის გადამწყვეტი გოლი - ექსელსიორმა ზვოლეს მოუგო
ნიდერლანდების ჩემპიონატის მორიგ ტურში ექსელსიორმა ზვოლეს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა ირაკლი იეგოიანს, რომელიც, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მისმა თამაშმა ექსელსიორს 3 ქულა მოუტანა.
ასაკობრივი ნაკრების წევრმა ზვოლეს 78-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაუტანა. ანგარიშ მე-20 წუთზე ნაუჯოქსმა გახსნა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. მეორე ნახევრის 48-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს, თავი ტომასმა გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ იეგოიანისთვის მიმდინარე სეზონში ეს რიგით მე-2 გოლი იყო. ეს გამარჯვება კი ქართველი ფეხბურთელის გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო.
ექსელსიორს 19 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზე აღზევდა. გასავარდნ ზონას კი 5 ქულით დაშორდა.