გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვემ მინდორზე 74 წუთი დაყო - უოტფორდმა სტოკ სიტის მოუგო

ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში უოტფორდი საკუთარ კედლებში სტოკს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მინდორზე 76 წუთი დაყო. მის ნაცვლად მატჩში სისოკო ჩაერთო.

მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს მას მატჩში არც კარში დაურტყამს და არც კარის მიმართულებით. 27 პასიდან ზუსტი 21 იყო. საკვანძო კი მხოლოდ 1.

ორი დრიბლინგიდან წარმატებული ერთი აღმოჩნდა, პოზიცია 11-ჯერ დაკარგა და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

მატჩში ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე კირუმგორმა გაიტანა. ეს გამარჯვება კი სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. 22 ტურის შემდეგ, უოტფორდი 32 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები