მეცი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

საფრანგეთის თასი | წიტაიშვილის და აბუაშვილის კარგი მატჩი, მეცი შემდეგ ეტაპზეა

საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში მეცი მე-5 ლიგის გუნდს ბიშემს სტუმრად დაუპირისპირდა და მარტივად 3:0 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, გიორგი წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და საკმაოდ აქტიურიც იყო.

სტუმრები მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდნენ. ანგარიში მე-9 წუთზე ტრაორემ გახსნა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

მეცმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და მალელმა ფეხბურთელმა 47-ე წუთზე დუბლი შეასრულა. სტუმრები ამაზე არ გაჩერდნენ და 65-ე წუთზე სანემ მასპინძლებს მესამე გოლი გაუტანა.

ცნობისთვის, გიორგი წიტაიშვილი მთავარმა მწვრთნელმა 68-ე წუთზე შეცვალა. Sofascore-მა მატჩის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს 7.0 შეფასება დაუწერა.

ასევე გეტყვით, რომ 71-ე წუთზე მატჩი გიორგი აბუაშვილი ჩაერთო, თუმცა დარჩენილ დროში მეცი შეტევით დიდად თავს არ იწუხებდა. Sofascore-მა მას 6.1 დაუწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიგუამ ჩვენი ისტორია დაწერა, ეს დიდხანს ემახსოვრებათ“ - ლოზანას ვებ გვერდი
„სიგუამ ჩვენი ისტორია დაწერა, ეს დიდხანს ემახსოვრებათ“ - ლოზანას ვებ გვერდი