ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„ნიურნბერგის საუკეთესო ფეხბურთელია“ – BILD-ი ლოჩოშვილზე წერს

„ნიურნბერგი“ ხვალ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველ წრეს „ჰანოვერთან“ საშინაო შეხვედრით დაამთავრებს და შეეცდება 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულოს. ბავარიულ კლუბზე სტატია ცნობილ გერმანულ გამოცემა BILD-ში გამოქვეყნდა, სადაც აქცენტი ლუკა ლოჩოშვილზე იყო გადატანილი, რომელიც ბოლო პერიოდში დაკისრებული თავდაცვითი მოვალეობის კარგად შესრულების გარდა, შეტევაში ნაყოფიერი ასპარეზობითაც გამოირჩევა.

რას წერენ ლოჩოშვილზე

შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ლუკა უკანასკნელ პერიოდში „ნიურნბერგის“ საუკეთესო მოთამაშეა. ორთაბრძოლების დროს ბურთის ართმევის 62,5-პროცენტიანი მაჩვენებელი მის საოცარ ფორმაზე მეტყველებს. გარდა ამისა, ლოჩოშვილმა „ფიურტთან“ დერბიში ბურთი გაიტანა და გატანასთან ახლოს იყო „შალკესთან“ (0:1) წაგებული თამაშის ბოლო წუთებშიც - ამ შემთხვევაში ქართველს რომ გაეტანა, „ნიურნბერგი“ „ფელტინს არენაზე“ 2011 წლის შემდეგ პირველად არ წააგებდა. ლუკას კარგი პირველი პასი აქვს და როდესაც მისი გუნდი აგებს, შეტევებში ხშირად ერთვება.

ცნობისათვის, ლუკა ლოჩოშვილმა წლევანდელ სეზონში „ნიურნბერგის“ თვრამეტი მატჩიდან (17 მეორე ბუნდესლიგაში, 1 თასზე), ჩვიდმეტში ითამაშა, ერთი კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. „ნიურნბერგი“ - „ჰანოვერის“ ხვალინდელი შეხვედრა თბილისის დროით, 16:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიგუამ ჩვენი ისტორია დაწერა, ეს დიდხანს ემახსოვრებათ“ - ლოზანას ვებ გვერდი
„სიგუამ ჩვენი ისტორია დაწერა, ეს დიდხანს ემახსოვრებათ“ - ლოზანას ვებ გვერდი