ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დასვენების საშუალება მიეცემა - ენრიკემ ხვიჩა განაცხადში არ შეიყვანა

„პარი სენ-ჟერმენი“ დღეს 2025 წლის ბოლო შეხვედრას გამართავს - საფრანგეთის საფეხბურთო თასის 1/32-ფინალში „სენ-ჟერმენი“ სტუმრად ქვედა ლიგის წარმომადგენელ „ფონტენაის“ შეხვდება და უკვე ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ ითამაშებს. პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 24 წლის ქართველი ფეხბურთელი დაასვენა და მოკრძალებულ მეტოქესთან სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა.

რამდენიმე დღის წინ კვარამ „პსჟ“-სთან ერთად კიდევ ერთი და რიგით მეხუთე ტიტული მოიგო - ენრიკეს მომზადებულ გუნდსა და „ფლამენგოს“ შორის საკონტინენტთაშორისო მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ევროპელებმა გაიმარჯვეს. პარიზული გუნდის შემადგენლობაში ერთადერთი გოლი სწორედ ხვიჩას ანგარიშზეა, რომელმაც მეკარის შეცდომით ისარგებლა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 6 გოლი და 5 საგოლე პასია. მთლიანობაში კი პსჟ-ში გადასვლის შემდეგ მან თავი 14 გოლითა და 13 ასისტით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი მატჩების მოთამაშე!“ - Le Parisien-ის და LEquipe-ის შეფასება
„დიდი მატჩების მოთამაშე!“ - Le Parisien-ის და LEquipe-ის შეფასება