პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„გავაკონტროლებ, რამდენი კილო მოიმატეს“ - გუარდიოლამ ფეხბურთელები აწონა

პეპ გვარდიოლამ საშობაო პაუზის წინ, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები აწონა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მოთამაშეები გააფრთხილა: თუ ისინი საშობაო დასვენების დროს ზედმეტს შეჭამენ, შესაძლოა „ნოტინგემთან“  მატჩის სასტარტოში ვერ მოხვდებიან.

 „პარასკევს ყველა მოთამაშე აიწონა. ისინი 25-ში დაბრუნდებიან და მე პირადად გავაკონტროლებ, რამდენი კილოგრამი მოიმატეს. მინდა ვნახო, რა მდგომარეობაში იქნებიან სამდღიანი დასვენების შემდეგ. ჭამა შეუძლიათ, მაგრამ მათი კონტროლი მსურს. „ნოტინგემთან“ მატჩისთვის შემადგენლობა უნდა ჩამოვაყალიბო. წარმოიდგინეთ ფეხბურთელი, რომელიც ახლა იდეალურ ფორმაშია, მაგრამ სამი კილოგრამით მეტი ჩამოვა. ის მანჩესტერში დარჩება და თამაშზე არ წამოვა“, - განაცხადა გვარდიოლამ.

ამ დროისთვის „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ ორი ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები მსოფლიოში - ხვიჩა GiveMeSport-ის რჩეულთა სიაშია
ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები მსოფლიოში - ხვიჩა GiveMeSport-ის რჩეულთა სიაშია