ლივერპული, რეალი, გიორგი მამარდაშვილი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

მამარდამ ბელინგემს აუღო - ლივერპულმა რეალი ენფილდზე დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მორიგ ტურში ლივერპულმა მადრიდის რეალს უმასპინძლა. როგორც ყოველთვის, გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ქართველ მეკარეს ბევრი საქმე არ ჰქონდა, განსხვავებით მისი ვიზავისგან. ტიბო კურტუამ სამეფო კლუბი სამარცხვინო მარცხს გადაარჩინა. ბლანკოსი მისი წყალობით მხოლოდ 1:0 დამარცხდა.

იმ დროს, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, პირველი ტაიმის მიწურულს, მამარდაშვილმა ბელინგემს საკმაოდ სახიფათო დარტყმა აუღო და საკუთარი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. ასევე აღსანიშნავია, რომ იმავე შეტევაში არდა გიულერის შორეული დარტყმაც აიღო, თუმცა ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა.

მატჩში ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე ალექსის მაკ ალისტერმა გაიტანა, რომელმაც ახლო მანძილიდან კურტუას შანსი არ დაუტოვა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ ორივე გუნდს 9 ქულა აქვს და მე-5, მ-6 ადგილებს იყოფენ. შემდეგ ტურში ლივერპული პსვ-ს უმასპინძლებს, ხოლო რეალი ოლიმპიაკოსს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები