გოგა ბითაძე
Aa
Aa

13 წუთში 4 ქულა დააგროვა | ბითაძის ორლანდო ატლანტასთან დამარცხდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ატლანტა ჰოუქსთან“ მიმდინარე რეგულარულში მეორედ დამარცხდა. ფლორიდელებმა სტუმრად ითამაშეს და გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ ჰქონიათ - 112:127.

ქართველმა ცენტრმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 12 წუთი და 54 წამი გაატარა. გოგას ანგარიშზე 4 ქულა, 2 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა იყო. ბითაძემ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 22 ქულა პაოლო ბანკერომ დააგროვა. ტრისტან და სილვამ 20 ქულა მიითვალა, ხოლო ფრანც ვაგნერმა მატჩი 18 ქულით დაასრულა. „ატლანტას“ მხრიდან 21 ქულით ზაკარი რისაშე გამოირჩა. ნიკელ ალექსანდერ-უოკერმა 20 ქულა გაიფორმა, ხოლო დაისონ დენიელსს 18 ქულა, 6 მოხსნა და 6 ასისტი ჰქონდა.

„ორლანდოს“ სამი მოგება და ხუთი წაგება აქვს. „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს და მისი მომდევნო გაჩერება „ბოსტონ სელტიქსია“, რომელსაც 8 ნოემბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: დიასის გაძევებამდე ბაიერნმა გვაჯობა, კიდევ ერთ გოლს იმსახურებდა
ენრიკე: დიასის გაძევებამდე ბაიერნმა გვაჯობა, კიდევ ერთ გოლს იმსახურებდა