ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პსჟ-ს პირველი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე | კვარა ბაიერნთან აქტიური იყო

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში პსჟ შინ „ბაიერნთან’’ 1:2 დამარცხდა.

მე-4 წუთზე კოლუმბიელმა მარცხენა გარემარბმა ლუის დიასმა „ბაიერნი’’ დააწინაურა. 25-ე წუთზე ლუის ენრიკემ იძულებითი ცვლილება განახორციელა, უსმან დემბელე გაიყვანა და თამაშში კანგ-ინ ლი ჩართო. პსჟ-ს კაპიტანს, მარკინიოსს ცუდი მატჩი ჰქონდა. 32-ე წუთზე ლუის დიასმა მარკინიოსს ბურთი აართვა და დუბლი შეასრულა.

პირველ ტაიმში ხვიჩას წინააღმდეგ „ბაიერნის’’ მცველებმა უხეშად ითამაშეს, ექიმების დახმარების შემდეგ ქართველმა ვარსკვლავმა თამაში გააგრძელა.

„ბაიერნის'' მცველების უხეში თამაში კვარას წინააღმდეგ

პირველი ტაიმის მე-7 დამატებულ წუთზე მსაჯმა ლუის დიასი გააძევა. მიუნხენელთა შემტევმა ჰაკიმის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, ეპიზოდი გადამოწმდა და ვენსან კომპანის გუნდი 10 ფეხბურთელით დარჩა.

მეორე ტაიმში პსჟ დიდ უპირატესობას ფლობდა, კვარაცხელია გააქტიურდა და „ბაიერნის'' მცველებისთვის გაცილებით სახიფათო გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია ბაიერნის წინააღმდეგ

ცვლილებაზე გამოსულმა ნევეშმა 74-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. ბურთის ფლობის დიდი უპირატესობის მიუხედავად პსჟ-მ 10-კაციან „ბაიერნს'' მხოლოდ 1 გოლი გაუტანა.

მატჩის მიმოხილვა

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. 4-დან 3 მატჩი მოიგო, 14 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს, სტუმრად „ტოტენჰემთან'' გამართავს.

„ბაიერნმა'' და „არსენალმა'' 4-დან 4 მატჩი მოიგეს და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 2 გოლი შეაგდო (ატალანტასთან და ლევერკუზენთან) და 1 საგოლე პასი (ლევერკუზენთან) შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებაზე შესვლიდან ოთხ წუთში - აბუაშვილის სადებიუტო გოლი
ცვლილებაზე შესვლიდან ოთხ წუთში - აბუაშვილის სადებიუტო გოლი