ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

სლოტი: “უფრო დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო“

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურში რეალი სტუმრად ლივერპულთან 1:0 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სლოტი:

„ძალიან კმაყოფილი ვარ. რამდენიმე რთული კვირა გამოვიარეთ. უამრავი თამაში გვქონდა და ვერ ვისვენებდით. მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინეთ. შესანიშნავად ვითამაშეთ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო. ვფიქრობ, უფრო დიდი ანგარიშით შეგვეძლო მოგება.

თამაშის წინ ვთქვი, რომ რეალმა ლა ლიგაში 26 გოლი გაიტანა. მბაპეს და ვინისიუსს ერთად 24 გოლი აქვთ. ასე რომ, თუ მოგება გვინდოდა, საკუთარ თავში უნდა დავრწმუნებულიყავით. დღეს თავი კარგად დავიცავით. ბრედლი შესანიშნავი იყო.

ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ვინისთვის და მბაპესთვის სივრცე არ მიეცათ და ბურთის მიღებისას უმალ მათთან გაჩენილიყვნენ. საბედნიეროდ ეს გამოგვივიდა და შედეგიც სახეზეა.

შეგახსენებთ, რომ რეალის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა, რომელმაც ორი მოგერიება შემოგვთავაზა. ერთი ბელინგემის წინააღმდეგ, ხოლო მეორე არდა გიულერის.

შემდეგ ტურში ლივერპული პსვ-ს უმასპინძლებს, ხოლო სამეფო კლუბი ოლიმპიაკოსს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: დიასის გაძევებამდე ბაიერნმა გვაჯობა, კიდევ ერთ გოლს იმსახურებდა
ენრიკე: დიასის გაძევებამდე ბაიერნმა გვაჯობა, კიდევ ერთ გოლს იმსახურებდა