მოჰამედ სალაჰი, სტივენ ჯერარდი, დავიდ სილვა
Aa
Aa

ასისტებით ჯერარდს გადაუსწრო - სალაჰის მორიგი მიღწევა

„ლივერპულის“ ეგვიპტელმა გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა მერსისაიდული კლუბის ლეგენდას, სტივენ ჯერარდს პრემიერლიგაში საგოლე პასის რაოდენობით გადაუსწრო.

„წითლებმა“ „სანდერლენდს“ ვირჯილ ვან დაიკის გოლით მოუგეს (1:0), ასისტი კი სწორედ სალაჰმა მიითვალა. ეს ეგვიპტელისთვის პრემიერლიგაში 93-ე საგოლე პასი აღმოჩნდა. აქამდე სალაჰსა და ჯერარდს 92-92 ასისტი ჰქონდათ, თუმცა ეგვიპტელს 1 საგოლე პასი „ჩელსის“ მაისურით აქვს შესრულებული.

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ასისტენტების რეიტინგში სალაჰმა მე-7 ადგილზე გადაინაცვლა და „მანჩესტერ სიტის“ ექსფეხბურთელს, დავიდ სილვას გაუთანაბრდა.

საუკეთესო ასისტენტების ტოპ ათეული ამ დროისთვის ასე გამოიყურება: რაიან გიგზი - 162, კევინ დე ბრუინი - 119, სესკ ფაბრეგასი - 111, უეინ რუნი - 103, ფრენკ ლამპარდი - 102, დენის ბერგკამპი - 94, დავიდ სილვა - 93, მოჰამედ სალაჰი - 93, სტივენ ჯერარდი - 92, ჯეიმს მილნერი - 90.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კერიკმა ქულები პირველად დაკარგა - მანჩესტერმა ვესტ ჰემს ვერ მოუგო
კერიკმა ქულები პირველად დაკარგა - მანჩესტერმა ვესტ ჰემს ვერ მოუგო