გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და კონკურენტი დასჭირდება“ - Anfield Watch მამარდაზე

ბრიტანული გამოცემა Anfield Watch-ი, რომელიც „ლივერპულის“ შესახებ წერს, „წითლების“ მეკარეებზე, ალისონ ბეკერსა და გიორგი მამარდაშვილზე წერს. გამოცემის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ ალისონი მერსისაიდულ კლუბს ზაფხულში დატოვებს, „ლივერპულმა“ არჩევანი „ლანსის“ ახალგაზრდა მეკარე რობენ რისერზე უნდა შეაჩეროს, რომელიც მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება და პირველი ნომრის პოზიციისთვის კონკურენციას გაუწევს.

„ბოლო წლებში „ლივერპული“ სადიო მანემ, რობერტო ფირმინომ და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა დატოვეს. დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბს მოჰამაედ სალაჰიც დაემშვიდობება, უახლოეს მომავალში კი „წითლებს“ ვირჯილ ვან დაიკი და ალისონ ბეკერიც დატოვებენ.

სალაჰისა და ვან დაიკის შემცვლელების ძებნაზე ხშირად მიდის საუბარი, რასაც ვერ ვიტყვით მეკარის პოზიციაზეა. რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილის სახით „ლივერპულს“ ალისონის იდეალური მემკვიდრე ჰყავს. თუმცა ეს პოზიცია გაძლიერებას საჭიროებს.

მამარდაშვილი მეორე მეკარის როლს იდეალურად ართმევს თავს, მაგრამ შეიძლება თუ არა მასზე გრძელვადიანი ფსონის გაკეთება? ხომ არ სჯობს, რომ „ლივერპულს“ ორი თანაბარი დონის მეკარე ჰყავდეს და ისინი ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ? ალისონის წასვლის შემდეგ ეს ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, ვინაიდან მამარდაშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და კონკურენცია მას უფრო ძლიერს გახდის.

ალისონის კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება, თუმცა კლუბს შეთანხმების ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა აქვს და, დიდი ალბათობით, ასეც მოხდება. თუმცა, თუ კლუბი გადაწყვეტს, ალისონს უკვე ამ ზაფხულს დაემშვიდობოს, მათ რადარებზე უკვე გამოჩნდა „ლანსის“ 21 წლის მეკარე რობენ რისერი - საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე, რომლის კლუბიც მიმდინარე სეზონში პსჟ-ის მთავარი კონკურენტია.

რისერს „ლანსის“ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის: გოლების პრევენციის მაჩვენებლით (4.56) ის ლიგა 1-ში მეორე ადგილზეა, მოგერიებების მაჩვენებლით კი (77%) - მესამეზე. გარდა ამისა, ის ძალიან ჰგავს ალისონს გამოსვლაზე თამაშის მხრივ, სწრაფია და კარგია პირისპირ თამაშში. ახალგაზრდა ასაკის გათვალისწინებით, რისერს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია“.

ცნობისთვის, რობინ რისერი „ლანსში“ შარშან „სტრასბურგიდან“ გადავიდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. Transfermarkt-ის შეფასებით, ფრანგი მეკარის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ და სეზონში მეოთხედ | იეგოიანი ტურის სიმბოლურშია
ზედიზედ მეორედ და სეზონში მეოთხედ | იეგოიანი ტურის სიმბოლურშია