კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, დიეგო მარადონა, ფაბიო კაპელო, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

კაპელო: კრიშტიანუს მესის, მარადონასა და კიჭას დონეზე ვერ დავაყენებ

ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის გარშემო არსებული დებატები კონსენსუსამდე ვერასდროს მივა. მეტიც, შეფასების კრიტერიუმების გაფართოება და სიაში ერთზე მეტი მოთამაშის შეყვანაც კი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გარკვეული სახელები ერთსა და იმავე დონეზე დავაყენოთ. ყოველ შემთხვევაში, ფაბიო კაპელოს პერსპექტივიდან ასეა.

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ გააჟღერა თავისი არგუმენტი იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ რონალდუ, მისი შთამბეჭდავი შესაძლებლობების მიუხედავად, უმაღლესი დონის ფეხბურთელების საფეხურზე არ დგას.

„კრიშტიანუ დიდებული ბომბარდირი და წარმოუდგენელი სპორტსმენია, მაგრამ მას არ გააჩნია მესის, მარადონასა და რონალდო ნაზარიოს გენიალურობა“,

- განაცხადა იტალიელმა ეგვიპტური არხის, ON Sport-ის გადაცემაში Hat-Trick.

„ის გენია, რომელიც სხვებს გააჩნიათ, კრიშტიანუში არ არის. მისი შედარება ამ სამეულთან არ შეიძლება“,

- აღნიშნა კაპელომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები