ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი, ჩაბი ალონსო, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“მათ ზიანს ვერ ვაყენებდით“ - ალონსო ლივერპულთან წაგების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურში რეალი სტუმრად ლივერპულთან 1:0 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ კომენტარი გააკეთა.

ალონსო:

„ცუდი თამაში იყო. სამწუხაროდ ბევრი ჯარიმა და კუთხური მივიღეთ. პირველი ტაიმის მსვლელობისას თამაში გავაუმჯობესეთ, შემდეგ კი მეორე ტაიმში ზედმეტი ჯარიმებით მივიღეთ ის, რაც საბოლოო ჯამში მოხდა.

გაშვებული გოლის შემდეგ, ინიციატივა დავკარგეთ და ლივერპულის დაცვის ხაზისკენ გადაადგილება გაგვიჭირდა. მათ ზიანს ვერ ვაყენებდით. თამაში 4 ნახევარმცველით დავიწყეთ, არდა ცენტრში მოქმედებდა.

ამ სეზონში მეორედ დავმარცხდით. ატლეტიკოსთან ხასიათი გამოვავლინეთ და ვიბრძოლეთ, დღეს კი ეს ვერ შევძელით. ფეხბურთში წაგების სხვადასხვა გზები არსებობს.“

შეგახსენებთ, რომ რეალის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა, რომელმაც ორი მოგერიება შემოგვთავაზა. ერთი ბელინგემის წინააღმდეგ, ხოლო მეორე არდა გიულერის.

შემდეგ ტურში ლივერპული პსვ-ს უმასპინძლებს, ხოლო სამეფო კლუბი ოლიმპიაკოსს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები