ჰუკერი ცარუკიანზე: ეს ის ჩხუბია, რომელიც მე მინდა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლს, დენ ჰუკერს სურს, რომ არმან ცარუკიანს ეჩხუბოს. ამის შესახებ ახალზელანდიელმა Submission Radioს-თან ილაპარაკა.
„ისლამ მახაჩევი საშუალო წონაში ავიდა. ილია თოფურია სავარაუდოდ ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბებს, მაქს ჰოლოუეი კი დიდი ალბათობით ჩარლზ ოლივეირასთან. გამოდის, რომ მე არმან ცარუკიანი მრჩება. ეს ის ჩხუბია, რომელიც მე მინდა“, - თქვა ჰუკერმა.
შეგახსენებთ, რომ დენმა ბოლოს გასული წლის აგვისტოში იჩხუბა და მატეუშ გამროტი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. თებერვალში მან ხელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია გადაიტანა.
რაც შეეხება ცარუკიანს, მას მიმდინარე წლის იანვარში ისლამ მახაჩევთან უნდა ეჩხუბა, თუმცა სომეხი მებრძოლი ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა და ის რენატო მოიკანომ შეცვალა.
ცარუკიანს MMA-ში 22 მოგება და 3 მარცხი აქვს - ბოლოს მან მსაჯთა გადაწყვეტილებით ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.