ალექსანდერ ისაკი
Aa
Aa

სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია | ლივერპული ისაკის შეძენასთან ახლოსაა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ლივერპულის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ალექსანდერ ისაკია. ცნობილი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, „წითლებმა“ პირველი დაბრკოლება გადალახეს და შვედ შემტევთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.

კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი და ისაკი უგო ეკიტიკეს მსგავს ანაზღაურებას მიიღებს. „ნიუკასლის“ ფეხბურთელს „ენფილდზე“ გადასვლა ძალიან უნდა და სურს, გარიგება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას დაიხუროს.

„კაჭკაჭები“ ისაკის გაყიდვის წინააღმდეგ არ არიან. უფრო მეტიც, „ნიუკასლმა“ მისი შემცვლელების ძებნა დაიწყო. მათი ყურადღების ცენტრში ბენიამინ შეშკოა, მაგრამ სლოვენიელი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ სურს.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, „წითელ ეშმაკები“ უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან. შეშკოს „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლა სურს და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლაიფციგს“ ნებართვა მისცა, ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვა მოითხოვოს. პლეტენბერგის ცნობით, გერმანელთა მთავარი სამიზნე რასმუს ჰოილუნდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას პირველი სრული მატჩი | ლივერპულმა იოკოჰამას მოუგო
მამარდას პირველი სრული მატჩი | ლივერპულმა იოკოჰამას მოუგო