ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნამდვილი ჩემპიონი“ | იტალიური პრესა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა და ფინალში, ქართველმა ფეხბურთელმა „ინტერის“ კარი აიღო. „კვარა“ პსჟ-ში „ნაპოლიდან“ გადავიდა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი „ნერაძურის“ გაუტანა და რა თქმა უნდა, იტალიური პრესის გამოხმაურება ჩვენთვის ძალიან საინტერესოა.

Calcionapoli24: „ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და საკუთარი თავისთვის მნიშვნელოვანი ბურთი შეაგდო. მან პარი სენ-ჟერმენთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა“.

Eurosport: „როდესაც ბურთს იღებდა, თავს ხრიდა და შთამბეჭდავი სიმარტივით, მეტოქის დაცვის ხაზს ჭრიდა. მეორე ტაიმში, ნამდვილი ჩემპიონი იყო. დაცვაში, სული და გული ჩადო და 73-ე წუთზე, გოლიც გაიტანა“.

Areanapoli: „ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი სეზონი აქვს. გათამაშების საწყის ეტაპზე, ის ნაპოლის რიგებში თამაშობდა, შემდეგ კი პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. ბევრი რამ შეიცვალა, ერთადერთი, რაც არ შეცვლილა, მისი უნარია, რომ გადამწყვეტი იყოს. ხვიჩა კვარაცხელიამ ოთხი ტიტული მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი“.

Calciomercato: „შეტევაზე თუ ვსაუბრობთ, მაშინ პსჟ-ის შემტევი ტრიოდან, შედარებით არააქტიური იყო, მაგრამ ყველაფერი 73-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც მატჩს თავისი ხელწერა დაატყო და პარი სენ-ჟერმენის მეოთხე გოლი გაიტანა. გააკეთა ის, რასაც აკეთებს ხოლმე და დაცვაში დასაფასებელი სამუშაო გასწია. რამდენიმე მომენტი გააცუდა, მაგრამ როდესაც ფეთქდება, საოცარი ფეხბურთელია“.

Tuttomercatoweb: „თუ ნეაპოლში დატოვებული სკუდეტოს გამო რაიმე სინანული გააჩნდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. საკუთარ თავს გატანილი გოლის სიამოვნებაც მიანიჭა და როგორც პარი სენ-ჟერმენის სხვა ფეხბურთელებმა, ყველაფერი გააკეთა, რაც მოუნდა“.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა. ხვიჩამ გოლი გაიტანა, მეტოქის კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, 4-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და 11-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო. Sofascore-მა „კვარას“ თამაში 7.4 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი მას 7.9 ქულა დაუწერა.

ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ინტერის წინააღმდეგ

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„პარი სენ-ჟერმენის მებრძოლი სული“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში კვარაზე
„პარი სენ-ჟერმენის მებრძოლი სული“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში კვარაზე