ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

2024/25 წლების სეზონის ტოპ 10 ტრანსფერი | რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია

ცნობილმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა 2024/25 წლების სეზონის ტოპ 10 ტრანსფერი დაასახელა. საუკეთესო ათეულში „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ დახურული გარიგებაც მოხვდა, რომელმაც იანვარში, „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა.

„მართალია, ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში შუა სეზონში გადავიდა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ პარიზული კარიერის სტარტი წარმატებული გამოუვიდა. ლიგა 1-ის გრანდის მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში, კვარაცხელიამ 6 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა, რომელთა შორის ასტონ ვილასთან გატანილი მნიშვნელოვანი გოლი და არსენალთან შესრულებული ასისტიცაა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხვიჩამ ბრწყინვალე თამაში აჩვენა და გოლიც გაიტანა. თუ ვამბობთ, რომ პარი სენ-ჟერმენმა კილიან მბაპეს დავიწყება შეძლო, ეს დიდწილად კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების დამსახურებაა“, - წერს Transfermarkt-ი.

საინტერესოა, რომ ცნობილმა სამენეჯერო სააგენტომ კვარაცხელიას ტრანსფერი მესამე ადგილზე გაიყვანა. ხვიჩაზე წინ ომარ მარმუში (აინტრახტიდან მანჩესტერ სიტიში) და ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტიდან ატლეტიკოში) იმყოფებიან. მათ გარდა, ტოპ 10-ში დომინიკ სოლანკე, ლენი იორო, ნიკო გონსალესი, პედრუ ნეტუ, ჟოაუ ნევეში, ამადუ ონანა და ტენ კოპმეინერსი მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამი ფილტვი აქვს“ - მაკრონმა ხვიჩაზე იხუმრა
„სამი ფილტვი აქვს“ - მაკრონმა ხვიჩაზე იხუმრა