საბა საზონოვი
Aa
Aa

საბა საზონოვის მომავალი | რას წერს ტურინული გამოცემა

საბა საზონოვი „ტორინოდან“ „ემპოლიში“ იყო განათხოვრებული. ქართველმა ფეხბურთელმა მძიმე დაზიანება მიიღო და სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, „ლურჯებმა“ კი იტალიის სერია A-ში ადგილი ვერ შეინარჩუნეს და დაქვეითდნენ.

ტურინული გამოცემის, Toronews-ის ინფორმაციით, „ემპოლიმ“ საზონოვის კონტრაქტის გამოსყიდვაზე უარი განაცხადა. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა და სანაკრებო პაუზის შემდეგ, „გრანატას“ შეუერთდება, თუმცა, მისი მომავალი ბურუსითაა მოცული.

Toronews-ის მიხედვით, გუნდში დაბრუნების შემდეგ, საზონოვს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რათა დადგინდეს ზაფხულში, „ტორინოსთან“ ერთად მომზადებას შეძლებს თუ არა. არაა გამორიცხული, „გრანატამ“ საბა იჯარით კიდევ ერთხელ გაუშვას ან სულაც გაყიდოს. Toronews-ის ცნობით, ტურინელები წინადადებების მისაღებად მზად არიან.

სამწუხაროდ, „ემპოლიში“ გადასვლის შემდეგ, 23 წლის უკანახაზელს საშინლად არ გაუმართლა და უმძიმესი ტრავმა მიიღო. საბამ ვარჯიშზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც მთელი სეზონი გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას ისევ წინსვლა აქვს | Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა
ხვიჩას ისევ წინსვლა აქვს | Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა