გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„მუდმივი საფრთხე მეტოქეებისთვის“ | საუთჰემპტონს ჩაკვეტაძის შეძენა ურჩიეს

„საუთჰემპტონმა“ პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონი საშინლად ჩაატარა და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილი დაიკავა. „წმინდანებს“ შემადგენლობის გაძლიერება ესაჭიროებათ და Attacking Football-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „საუთჰემპტონს“ გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა ურჩია.

„გიორგი ჩაკვეტაძე 25 წლის ქართველი ნახევარმცველია, რომელიც უოტფორდის რიგებში ასპარეზობს. ჩემპიონშიპში მოთამაშე ჩაკვეტაძე კრეატიულ ძალად სწრაფად იქცა. დიდი ალბათობით, მატეუშ ფერნანდეში საუთჰემპტონს დატოვებს და ჩაკვეტაძე სერიოზული კანდიდატია, რათა ნახევარდაცვაში გაჩენილი სიცარიელე შეავსოს და წმინდანების ძრავას ძალა შემატოს.

2024/25 წლების სეზონმა, ჩაკვეტაძის ძლიერი მხარეები გამოკვეთა. ის არის ბურთის წამღები ფლეიმეიქერი, რომელიც მეტოქის ნახევარზე ბრწყინვალედ მოქმედებს. ქართველ ნახევარმცველს, პირდაპირი გარბენების საშუალებით, ბურთი წინ რეგულარულად მიჰქონდა და მოწინააღმდეგე გუნდებისთვის მუდმივი საფრთხე იყო. მისი უნარი, რომ მეურვეები ჩამოიშოროს და შეტევის ტემპი შეცვალოს, კარგად ეწყობა გუნდის სტილს, რომელიც მაღალ ტემპსა და პირველ ნომრად თამაშზეა ორიენტირებული“, - წერს Attacking Football-ი.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ კონტრაქტო 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 4 მილიონი ევროა. გიორგის პრემიერ ლიგის კლუბები აკვირდებიან და სხვადასხვა დროს, „ჩაკვე“ „ვულვზს“, „ევერტონსა“ და „ლესტერს“ დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას ისევ წინსვლა აქვს | Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა
ხვიჩას ისევ წინსვლა აქვს | Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა