მატვეი საფონოვი, ილია ზაბარნი
Aa
Aa

პსჟ-ის პირველი სატრანსფერო სამიზნე | ენრიკე უკრაინელ მცველს უკვე ესაუბრა

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ მომავალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და პარიზელთა სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში რამდენიმე კვირაა ახალი სეზონის პირველ ტრანსფერზე მუშაობს. RMC Sport-ის ჟურნალისტის, ფაბრის ჰოუკინსის ცნობით, პარიზელებს დაცვის გასაძლიერებლად 22 წლის ილია ზაბარნის დამატება სურთ.

უკრაინელი მცველი 2023 წლის იანვრიდან „ბორნმუთის“ ღირსებას იცავს, „ალუბლებმა“ მის სანაცვლოდ კიევის „დინამოს“ 22 მილიონი ევრო გადაუხადეს.

გასულ სეზონში ზაბარნიმ „ბორნმუთის“ მაისურით 39 მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორობა ჩამოაყალიბა 20 წლის დინ ჰაუსენთან, რომელიც კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. ფაბრის ჰოუკინსის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ლუის ენრიკემ ზაბარნის ტრანსფერის თანხმობა გასცა და ახალგაზრდა უკრაინელმა კაპიტან მარკინიოსს უნდა შეუქმნას კონკურენცია.

აქვე გეტყვით, რომ პსჟ-ს სურს, ზაბარნიმ ითამაშოს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც 14 ივნისს დაიწყება. ამისათვის საჭიროა, რომ ტრანსფერი 10 ივნისამდე განხორციელდეს. სავარაუდოდ, ზაბარნის სანაცვლოდ პსჟ-ს სულ მცირე 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაბარნის დამატებას პსჟ იანვარშიც ცდილობდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ვერ განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, ზაბარნიმ პსჟ-ში გადასვლაზე იმ მიზეზით თქვა უარი, რომ პარიზელთა ღირსებას რუსი მეკარე მატვეი საფონოვი იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დონარუმას წასვლის შემთხვევაში, პსჟ-მ შესაძლოა შევალიე იყიდოს
დონარუმას წასვლის შემთხვევაში, პსჟ-მ შესაძლოა შევალიე იყიდოს