საბა ლობჟანიძე, გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

„ვეცდებით, მოგებათა სერია გავაგრძელოთ“ - გიორგი გულიაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფარერის კუნძულებთან და კაბო-ვერდესთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მეოთხე დღეს ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნულ გუნდს აზერბაიჯანული „ზირას“ თავდამსხმელი დავით ვოლკოვი შეუერთდა. 

შეკრების და მოახლოებული მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის წევრებმა, გიორგი გულიაშვილმა და საბა ლობჟანიძემ ისაუბრეს. 

გიორგი გულიაშვილი: „თავს კარგად ვგრძნობ. სეზონის ბოლოა, მაგრამ სანაკრებო შეკრებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. განწყობა ძალიან კარგია. ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის და ვეცდებით, რომ წარმატებულად დავასრულოთ ეს შეკრება. ველოდებით, რომ როგორც ქუთაისში, ისე „დინამო არენაზე“ ბევრი მაყურებელი იქნება. გვჭირდება მათი გულშემატკივრობა და ჩვენც ვეცდებით, რომ მოგებათა სერია გავაგრძელოთ“. 

საბა ლობჟანიძე: „ჩემთვის ახლა შუა სეზონია და კარგ ფორმაში ვარ. გუნდში კარგი განწყობაა. მივესალმებით ახალწვეულების მოსვლას გუნდში. ეს ძალიან კარგია და ჩვენ, გამოცდილი ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, რომ თავისუფლად იგრძნონ თავი".

ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდის მეტოქე კაბო-ვერდეს ეროვნული ნაკრები იქნება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა


მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, აზერბაიჯანი)

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თვისებებით გაოცებული ვარ“ - სანიოლმა ხარებაშვილზე ისაუბრა
„მისი თვისებებით გაოცებული ვარ“ - სანიოლმა ხარებაშვილზე ისაუბრა