„როდესაც ნაკრებში ხარ, არ აქვს მნიშვნელობა ვის ეთამაშები“ - ამხანაგურებისთვის მზადება გრძელდება
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ივნისში გასამართი ამხანაგური შეხვედრებისთვის მზადებას აგრძელებს.
ვილი სანიოლის გუნდმა დღეს, ბასას საწვრთნელ ბაზაზე პირველად სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ მოახლოებულ თამაშებზე გიორგი გველესიანმა და სანდრო ალთუნაშვილმა სფფ-ის პრესსამსახურთან ისაუბრეს.
გიორგი გველესიანი და სანდრო ალთუნაშვილი:
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ბუდუ ზივზივაძე გამოაკლდა.
ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)
5 ივნისს, საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება, 8 ივნისს კი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე კაბო-ვერდეს ნაკრებს შეხვდება.