ბითაძე ლეიკერსის რადარზე | ლოს ანჯელესელები ცენტრს ეძებენ
„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ შემადგენლობის გაძლიერებას და ცენტრის დამატებას აპირებს. ენტონი დევისის გაცვლის შემდეგ, ლებრონ ჯეიმსისა და ლუკა დონჩიჩის გუნდს ამ პოზიციაზე პრობლემები აქვს და ეს პლეიოფისას ძალიან კარგად გამოჩნდა.
„ლეიკერსის“ ინსაიდერის, კობი პრაისის თქმით, ლოს ანჯელესელები რამდენიმე ვარიანტზე ფიქრობენ და ერთ-ერთი გოგა ბითაძეა. პრასის მიხედვით, ბითაძის გარდა, საუბარი რონ შარპზე, ლუკ კორნეზე, ლარი ნენს ჯუნიორსა და პრეშეს აჩიუვაზე მიდის.
„ლეიკერსს დაცვითი ცენტრი სჭირდება, რომელიც სამწამიანს გააკონტროლებს. მინესოტასთან სერიაში, რუდი გობერმა ლოს ანჯელესელები მეტოქის ფარზე შესრულებული მოხსნებით გაანადგურა“, - წერს Lakers Daily-ი.
შეგახსენებთ, რომ ბითაძემ რეგულარულ სეზონში 70 შეხვედრა ჩაატარა და გოგას სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 7.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1.4 დაფარება, 0.7 ჩაჭრა. „ორლანდოს“ მთავარი მწვრთნელი, ჯამალ მოზლი ქართველ კალათბურთელს პლეიოფში არ ენდობოდა და „ბოსტონთან“ სათამაშო დრო პრაქტიკულად არ მიუცია.