რევაზ ინჯგია
Aa
Aa

კვიპროსში ბრუნდება | ინჯგია ბათუმის დინამოს ტოვებს

ბათუმის „დინამოს“ შემტევი რევაზ ინჯგია კარიერას კვიპროსში, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსში“ გააგრძელებს. ამის შესახებ კვიპროსული კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

„ინჯგიას კვიპროსელი გულშემატკივრები კარგად იცნობენ. მან ლიმასოლის „აპოლონთან“ ერთად 2022-23 წლების სეზონში კვიპროსის ჩემპიონატი და თასი მოიგო“, - წერს „ოლიმპიაკოსის“ ვებგვერდი.

ინჯგია „დინამოში“ შარშან „სამტრედიიდან“ გადავიდა და ბათუმელთა მაისურით 34 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

უახლოეს დღეებში 24 წლის ფეხბურთელი კვიპროსში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ნიქოზიურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა დროს ინჯგიას თბილისის „ლოკომოტივში“, სერბულ „რადნიჩკიში“, „თელავში“, ლიმასოლის „აპოლონში“ და კვიპროსულ „დოქსაში“ უთამაშია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პსჟ ახალ დონეზე აიყვანა“ | The Guardian-მა კვარა ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის დაასახელა
„პსჟ ახალ დონეზე აიყვანა“ | The Guardian-მა კვარა ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის დაასახელა