ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა | როგორ შეიცვალა ქართველთა ფასები

სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 90 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარას“ მსგავსად, გიორგი მიქაუტაძესაც პროგრესი აქვს.

მიქაუტაძის ფასი 20 მილიონი ევრო იყო და ახალი მონაცემებით, 22 მილიონადაა შეფასებული. მცირედით მოიმატა გიორგი ჩაკვეტაძის ფასმა. „ჩაკვეს“ ღირებულება 4 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 4.5 მილიონი ევრო ღირს.

მილიონ ევროდ შეფასებულ ქართველ ფეხბურთელთა სიას შეემატნენ გიორგი კვერნაძე და საბა ხარებაშვილი. კვერნაძის ფასი თითქმის გაორმაგდა - 800 000-დან 1.5 მილიონამდე, ხოლო ხარებაშვილს Transfermarkt-ი 1.2 მილიონ ევროდ აფასებს.

სხვა ქართველ ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, მათი ფასები ასეთია: გიორგი მამარდაშვილი (30 მილიონი), ზურიკო დავითაშვილი (10 მილიონი), საბა გოგლიჩიძე (8 მილიონი), ოთარ კიტეიშვილი (5 მილიონი), ირაკლი აზაროვი (4.5 მილიონი), საბა ლობჟანიძე (4 მილიონი), გიორგი ქოჩორაშვილი (4 მილიონი), ბუდუ ზივზივაძე (2.5 მილიონი), გიორგი გოჩოლეიშვილი (2.5 მილიონი), საბა საზონოვი (2.5 მილიონი), ვაკო ყაზაიშვილი (1.5 მილიონი), ოთარ კაკაბაძე (1.5 მილიონი), გიორგი წიტაიშვილი (1.5 მილიონი), გიორგი გულიაშვილი (1.5 მილიონი), ლუკა გაგნიძე (1.5 მილიონი), გიორგი ქვილითაია (1.2 მილიონი), ლაშა დვალი (1.2 მილიონი), ანზორ მექვაბიშვილი (1.2 მილიონი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის რეიტინგი Bleacher Report-ისგან | რომელ ადგილზეა კვარაცხელია?
ოქროს ბურთის რეიტინგი Bleacher Report-ისგან | რომელ ადგილზეა კვარაცხელია?