ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ოქროს ბურთის რეიტინგი Bleacher Report-ისგან | რომელ ადგილზეა კვარაცხელია?

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა“ „ინტერი“ 5:0 გაანადგურა, Bleacher Report-მა „ოქროს ბურთის“ რეიტინგი განაახლა. ტოპ 10-ში შევიდა ხვიჩა კვარაცხელია და ქართველი ფეხბურთელი მეხუთე პოზიციას იკავებს.

„შაბათს, ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და მეორე ქართველია, ვინც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლიმ სკუდეტო მოიგო, პარტენოპეის დატოვება პარი სენ-ჟერმენში გადასვლა იყო რისკი, რომელმაც გაამართლა.

კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და ქართული ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი სამუდამოდ დატოვა. 24 წლის ფეხბურთელი პარი სენ-ჟერმენშიც ეფექტური და ამაღელვებელია და აგრძელებს თამაშს, რომელმაც ის იტალიაში ყოფნისას, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად გარემარბად აქცია.

პარიზელების მაისურით, მან 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, რომელთა შორის ჩემპიონთა ლიგაზე, ასტონ ვილას კარში გატანილი მნიშვნელოვანი გოლიც იყო. სტატისტიკისა და ტიტულების გარდა, კვარაცხელია გამოირჩევა იმითაც, რომ იმდენად გამანადგურებელია, მეტოქე გუნდის მცველებში შიშს აჩენს. ურთულესია, გამბედავ და ეფექტურ კვარაცხელიას თვალი მოაშორო და უახლოეს წლებში, მას შეუძლია, ოქროს ბურთის ტოპ 3 ნომინანტს შორის მოხვდეს“, - წერს Bleacher Report-ი.

ცნობილი გამოცემების რეიტინგი ასე გამოიყურება:

10 - ჯანლუიჯი დონარუმა, 9 - კილიან მბაპე, 8 - ჰარი კეინი, 7 - რობერტ ლევანდოვსკი, 6 - აშრაფ ჰაკიმი, 5 - ხვიჩა კვარაცხელია, 4 - მოჰამედ სალაჰი, 3 - ლამინ იამალი, 2 - რაფინია, 1 - უსმან დემბელე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს რიტორიკა არაა, ნაპოლი ისევ მის გულშია“ | Il Mattino კვარაცხელიაზე წერს
„ეს რიტორიკა არაა, ნაპოლი ისევ მის გულშია“ | Il Mattino კვარაცხელიაზე წერს